Saturday, April 23, 2016

რეფლექსიაVI-VII დღე

მეექვსე დღეს ვისაუბრეთ პროექტში არსებული სხვა საკითხების შევსებაზე , როგორიც არის წინარე ცოდნა ,  სასწავლო პროცედურები  და დიფერენცირებული სწავლება . მართალია ეს მნიშვნელოვანია , მაგრამ  ჩემთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა Power Point-ში მუშაობა , ალბათ პრეზენტაციის მომზადება სახალისო და საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის , მე-7 დღეს თითქმის დავამთავრეთ სასწავლო პროექტის გეგმა , ვისწავლეთ დისკზე ატვირთული მასალის გაზიარება და გავეცანით სასარგებლო რესურსებს , რომლებიც განთავსებულია ინტერნეტში.

პროექტის პორტფოლიო

Saturday, April 16, 2016

რეფლექსია V დღე

დღეს ვისწავლეთ შეფასების მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები. დავწერე შეფასების მოკლე მონახაზი. გავეცანით ახალ რესურსს შეფასების სტრატეგიების შესახებ. 

Sunday, April 10, 2016

რეფლექსია IV დღე

მესამე დღე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ვისწავლე როგორ ჩამოვაყალიბო სასწავლო მიზნები ესგ-ს შესაბამისად , შევიტანე სასწავლო პროექტის შაბლონში ასევე საკვანძო კითხვები (ზოგადი,თემატური და შინარსობრივი).
ვისწავლე My Drive -ზე ფაილების ატვირთვა.ახლა აღარ მეშინია ჩემი შექმნილი რესურსების და სამუშაოების წაშლის

Saturday, April 9, 2016

რეფლექსია III დღე

ტრენინგის მესამე დღეს გავეცანით ინტერნეტრესურსებს და საოფისე პროგრამებს ,რომელთა გამოყენებასაც შევძლებ სასწავლო პროექტზე მუშაობისას.
ვისწვლე Translate.google.com თარჯიმანით სარგებლობა.
გავეცანით ბლოგზე გამოქვეყნებულ სხვადასხვა სასწავლო პროექტს.
შევავსეთ სასწავლო პროექტის შაბლონი შეფასების გეგმამდე. 

Sunday, April 3, 2016

მეორე დღის რეფლექსია

მეორე დღეს ტრენერმა გაგვაცნო გეგმა. დავრეგისტრირდით ბლოგზე და  ვისწავლეთ წერილის გამოქვეყნება.
ნაწილობრივ შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმა . გავეცანით საინტერესო რესურსს ,რომლებიც გამოქვეყნებულია ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალზე (ncp.ge).

პირველი დღის რეფლექსია

გავეცანით  ერთმანეთს.ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მიზნები და ამოცანები. საინტერესოდ გვესაუბრა სოციალური ქსელების მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესში.
ვნახეთ სასწავლო რესურსები წიგნში და დავათვალიერეთ  სხვა მასწავლებლების ბლოგები.

ტექნიკური მიზეზის გამო პირველ დღეს ვერ მოხერხდა ბლოგზე დარეგისტრირება და გადავდეთ მეორე დღისთვის.